6 თებერვალი, ორშაბათი, 2023
6 თებერვალი, ორშაბათი, 2023

დავით ქართველიშვილი „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაზე – უკრაინის და საქართველოს NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით 2023 წლის იანვარში გაკეთებული განცხადება არ შეიძლებოდა 2008 წლის აპრილში გაკეთებულიყო? ვის და რაში დასჭირდა ამ ორი ქვეყნის ნაწილობრივი ოკუპაცია და ანექსია?

უკრაინას ერთი ერთზე ტოვებთ რუსეთთან? შეკავების მექანიზმად მისი ჯარის მოდერნიზებას, არაკორუმპირებულ ეკონომიკასა და EU-ს წევრობას ურჩევთ? “სულ ეს არის”? უკრაინის მიერ ყირიმის დაბრუნების მცდელობა თუ შეიძლება რუსეთისთვის ბირთვულ ჩახმახად იქცეს – სოხუმზე და ცხინვალზე ჩვენი შეიარაღებული იერიში, რისკენაც თქვენი პოლიტიკის შეგირდები გვიბიძგებდნენ – ასეთ ჩახმახად არ განიხილება? – „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიას ეხმიანება, რომლის თანახმად, „აშშ-ში მიიჩნევენ, რომ უკრაინის უსაფრთხოებას არა ნატო-ს წევრობა, არამედ ძლიერი არმია უზრუნველყოფს“.

ქართველიშვილი კვლავაც სვამს პასუხგაუცემელ კითხვებს და ინტერესდება, უკრაინის და საქართველოს NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით 2023 წლის იანვარში გაკეთებული განცხადება არ შეიძლებოდა – გაკეთებულიყო 2008 წლის აპრილში? ვის და რაში დასჭირდა ამ ორი ქვეყნის ნაწილობრივი ოკუპაცია და ანექსია? უამრავი ლტოლვილი, სამხედრო და მშვიდობიანი მსხვერპლი? განადგურებული სოფლები და ქალაქები? რამდენი ხნით უნდა გადაიდოს ყირიმის საკითხი?

„მოდით დეტალურად გავაანალიზოთ, რასთან გვაქვს საქმე: აშშ-ში მიიჩნევენ, რომ უკრაინის უსაფრთხოებას სამომავალოდ არა NATO-ს წევრობა, არამედ ძლიერი არმია უზრუნველყოფს უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნების საკითხი შეიძლება გადაიდოს ძლიერი არმია უკრაინას რუსეთის შეკავების შესაძლებლობას უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას დაიცავს მძლავრი შეიარაღება, განსაკუთრებით, ჯავშანტექნიკა და ანტისაჰაერო თავდაცვა უკრაინის უსაფრთხოებას დაიცავს ძლიერი, არაკორუმპირებული ეკონომიკა და ევროკავშირის წევრობა ყირიმის ძალისმიერი დაბრუნების მცდელობა შეიძლება იქცეს რუსეთისთვის ბირთვული ესკლაციიის ჩახმახად ეხლა კი, ჩვენი (დარწმუნებული ვარ) ტრადიციისამებრ, პასუხგაუცემელი შეკითხვები: უკრაინის და საქართველოს NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით 2023 წლის იანვარში გაკეთებული განცხადება არ შეიძლებოდა – გაკეთებულიყო 2008 წლის აპრილში? ვის და რაში დასჭირდა ამ ორი ქვეყნის ნაწილობრივი ოკუპაცია და ანექსია? უამრავი ლტოლვილი, სამხედრო და მშვიდობიანი მსხვერპლი? განადგურებული სოფლები და ქალაქები? ჩვენ – რაღაც გლობალურ ექსპერიმენტში ლაბორატორიული “თეთრი თაგვების” როლს ვთამაშობდით? ექსპერიმენტის მიზანი რა არის? ლაბორატორიის გამგე ვინაა? რამდენი ხნით უნდა გადაიდოს ყირიმის საკითხი? NATO-სი არ იყოს, აქაც ფუჭი მოლოდინის თაიმერია ჩართული? სოხუმისა და ცხინვალის გადადებაზე რა ხდება? უკრაინას ერთი ერთზე ტოვებთ რუსეთთან? შეკავების მექანიზმად მისი ჯარის მოდერნიზებას, არაკორუმპირებულ ეკონომიკასა და EU-ს წევრობას ურჩევთ? “სულ ეს არის”? უკრაინის მიერ ყირიმის დაბრუნების მცდელობა თუ შეიძლება რუსეთისთვის ბირთვულ ჩახმახად იქცეს – სოხუმზე და ცხინვალზე ჩვენი შეიარაღებული იერიში, რისკენაც თქვენი პოლიტიკის შეგირდები გვიბიძგებდნენ – ასეთ ჩახმახად არ განიხილება? საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ჯერ კიდევ რჩება “ანტიდასავლურ” და “რუსეთუმურ” პოლიტიკად თუ უკვე შეიძლება “ხალხის ძალამ” და ხელისუფლებამ ეს ბინძური სარჩული მოიცილოს? ვის ჩამოვკიდოთ, რას გვირჩევთ?“ – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები