28 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024
28 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024

დავით ქართველიშვილი: ეს ის ნონა წოწორიაა, რომელიც გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისარიატში მეგის ქარდავასთვის ყალბი დოკუმენტის გაცემაში მონაწილეობდა, ხოლო სტრასბურგის ადამიანის უფლების ევროპულ სასამართლოში ამ ყალბი დოკუმენტით ცდილობდა მის გადარჩენას

თუ ვინმეს ნონა წოწორია აღარ ახსოვს, როგორც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე – მე ამ ქალს, რომელმაც დღეს ქართველ ერს “ბრბო” უწოდა, მხოლოდ ერთი ეპიზოდით შეგახსენებთ.
2021 წლის ზაფხულში, როდესაც დასკვნით ფაზამდე მივიყვანეთ საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხი, ამ ქალბატონმა ჯერ გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისარიატის უკრაინის ფილიალში მეგის ქარდავასთვის ყალბი დოკუმენტის გაცემაში მოიღო მონაწილეობა (თითქოს მას ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული), ხოლო შემდგომ ნონა მამულაშვილთან ერთად (რომლისთვისაც ქართველი ერი ასევე “ბრბოა”) სტრასბურგის ადამიანის უფლების ევროპულ სასამართლოში ამ ყალბი დოკუმენტით ცდილობდა მეგის ქარდავას გადარჩენას – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
როგორც ქართველიშვილი წერს, ნონა წოწორია ჯალათი მეგის ქარდავას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს განზრახ შეცდომაში შეყვანას ცდილობდა, მაგრამ სტრასბურგს უკრაინის საემიგრაციო სამსახურიდან დროულად მიეწოდა განმარტება, რომ ქარდავა ლტოლვილის სტატუსით არ სარგებლობს და ვერუპოლმა სასამართლომ ფეიკ-სარჩელი განსახილვევლადაც კი არ მიიღო.
„თუ ვინმეს ნონა წოწორია აღარ ახსოვს, როგორც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე – მე ამ ქალს, რომელმაც დღეს ქართველ ერს “ბრბო” უწოდა, მხოლოდ ერთი ეპიზოდით შეგახსენებთ. 2021 წლის ზაფხულში, როდესაც დასკვნით ფაზამდე მივიყვანეთ საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხი, ამ ქალბატონმა ჯერ გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისარიატის უკრაინის ფილიალში მეგის ქარდავასთვის ყალბი დოკუმენტის გაცემაში მოიღო მონაწილეობა (თითქოს მას ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული), ხოლო შემდგომ ნონა მამულაშვილთან ერთად (რომლისთვისაც ქართველი ერი ასევე “ბრბოა”) სტრასბურგის ადამიანის უფლების ევროპულ სასამართლოში ამ ყალბი დოკუმენტით ცდილობდა მეგის ქარდავას გადარჩენას. ნონა წოწორია, რომლისთვისაც ჯალათი ქარდავა იმ დანაშაულებრივი ქმედების საბაბს წარმოადგენს, რომ სტრასბურგის სასამართლო განზრახ შეცდომაში შეიყვანოს – ქართველი ერი, რა თქმა უნდა ბრბოა. მაგრამ – არა იდიოტი: ქართული მხარის მყისიერი ჩარევით, სტრასბურგს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურიდან დროულად მიეწოდა ოფიციალური განმარტება, რომ ქარდავა ლტოლვილის სტატუსით არ სარგებლობს, რის გამოც ევროპულმა სასამართლომ წოწორიას ფეიკ-სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო. ეს ისე – ეს უნდა გვახსოვდეს.“ – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.
Open photo

ავტორი:

ბოლო სიახლეები