31 მაისი, ოთხშაბათი, 2023
31 მაისი, ოთხშაბათი, 2023

დავით მაღრაძე – საქართველოში საფრთხის შემცველი უფრო სხვა ტენდენციებია, თუნდაც ის, რომ ეროვნება დანაშაულთან იგივდება

პირადად მე რუსი ტურისტების შემოდინებას საგანგაშოდ არ მივიჩნევ. ისინი ისედაც შემოდიოდნენ, მაგრამ ახლა ვიღაცები საფრთხეს ხედავენ არასანქცირებული ავიაკომპანიების შემოსვლაზეც, რაშიც საფრთხეს ვერ ვხედავ – აცხადებს პოეტი დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, საქართველოში (არა მარტო) საფრთხის შემცველი უფრო სხვა ტენდენციებია, თუნდაც ის, რომ ეროვნება დანაშაულთან იგივდება.

„რუსობა, როგორც ასეთი, დანაშაულად მიაჩნიათ. გასაგებია, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებას¬ საოკუპაციო პოლიტიკა აქვს, მაგრამ ამის მთელ ერზე გავრცელებას არ ვემხრობი¬. მეტი თვალსაჩინოებისთვის: რუსის ნაცვ¬ლად სხვა ეროვნების ადამიანი, თუნდაც ებრაელი, ჩავსვათ და ისტორიის მკაფიო, შემზარავი ეპიზოდებიდან მივხვდებით, რამდენად საფრთხის შემცველია ეროვნულობის დანაშაულად მიჩნევა, როდესაც ადამიანი სახეს კარგავს“ – აცხადებს დავით მაღრაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები