31 მაისი, ოთხშაბათი, 2023
31 მაისი, ოთხშაბათი, 2023

დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის სახლში ჩხრეკის ჩატარებისას პოლიციამ კარადაში დამალული თათია სამხარაძე იპოვა

თბილისში, წერეთლის 67 ნომერში ხმაური იყო.

დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში პოლიცია მივიდა და ჩხრეკა ჩაატარა. მიზეზი ანონიმური შეტყობინება გახდა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა ქალზე ძალადობას. სავარაუდოდ, აღნიშნული ქალი თათია სამხარაძე იყო. ბინაში შესვლის შემდეგ სამართალდამცველებმა თათია სამხარაძე კარადაში დამალული იპოვეს. აღნიშნულის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით: ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაიწყო. ადგილზე სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ.

ამასთან, ამ საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც დაიწყო.

„POSTV“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თათია სამხარაძესა და დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანს შორის შეხევდრა ასევე შედგა ორი დღის წინ ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც სავარაუდოდ, თათია სამხარაძეს გადაეცა დავით კეზერაშვილის კუთვნილი თანხა, რათა მომხდარიყო შალვა რამიშვილის „გაშავება“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები