30 იანვარი, ორშაბათი, 2023
30 იანვარი, ორშაბათი, 2023

გურამ მაჭარაშვილი – საზოგადოებაში რომ არ იყოს ეჭვები, გიული ალასანიას საუბრის ჩანაწერი გაიგზავნოს ექსპერტიზაზე და მივხვდებით, არის თუ არა ავთენტური

საზოგადოებაში რომ არ იყოს ეჭვები, გიული ალასანიას საუბრის ჩანაწერი გაიგზავნოს ექსპერტიზაზე და მარტივად მივხვდებით, არის თუ არა ავთენტური, რითიც კითხვები მოიხსნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ჩანაწერის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, რადგან გიული ალასანიამ ისეთ საკითხებზე ისაუბრა, რაც ყურადღების ღირსია, მათ შორის ის, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით რუსეთის ფაქტორი მნიშვნელოვანია.

„გიული ალასანიამ ჩანაწერის ნაწილი დაადასტურა, მათ შორის ის, რომ უკრაინაში სააკაშვილის დასარწმუნელად ჩავიდა, რაღაცები არ დაადასტურა და თქვა, რომ არ ახსოვს. იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ იყოს ეჭვები, ეს ჩანაწერი გაიგზავნოს ექსპერტიზაზე და მარტივად მივხვდებით, არის თუ არა ავთენტური, რითიც კითხვები მოიხსნება და ალბათ გიული ალასანიაც გაიხსენებს, მსგავსი საუბარი იყო თუ არა ორი წლის წინ და მისი ხმა იყო თუ არა ეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები