“მაგნიტკის სიის ავტორი ლონდონში თემურ ალასანიას შეხვდა. ნეტა ლიტვინენკოს ისტორია თუ ახსოვს მისტერ ბროუდერს. თუ არ იცის ვის შეხვდა სასწრაფოდ ურჩევ დიზინფექციის ჩატარებას. თუ იცის, ალასანია რომ ФСБ-ეა, მაშინ ისეთი რამეებიც იცის, რაც ჩვენ არ ვიცით.” – წერს კინორეჟოსორი გოგა ხაინდრავა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის:
“მაგნიტკის სიის ავტორი ლონდონში თემურ ალასანიას შეხვდა. პრეზინტის ბიძასთან შეხვედრაზე საუბარი იმ მტკიცებულებებისა და პირების შესახებ გაიმართა, ვინც მესამე პრეზიდენტის წამებაში მონაწილეობს. შეხვედრას ესწრებოდა სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატიც.
“მიხეილ სააკაშვილი კვდება და ახლა დრო არის მთავარი” – ამის შესახებ “მაგნიტსკის აქტის” ავტორმა, ბილ ბროუდერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ტვიტერზე დაწერა.
ე.წ. სააკაშვილის სიაში მოხვედრა ემუქრება იუსტიციის მინისტრს,, მოსამართლეებს, პროკურორებს, პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსნებს და ყველას, ვინც პატიმარი პრეზიდენტის წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში მონაწილეობს.” – წერს TV-პირველი.