2 დეკემბერი, შაბათი, 2023
2 დეკემბერი, შაბათი, 2023

გოგა ხაინდრავა: კეზერაშვილი, წერეთლები, ხაზარაძე, გრიგოლია, მელაძე და ა.შ. ჩვენ “პარტნიორებს” ატყობინებენ, რომ რუსეთს ეხმარება სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზირებაში! ცილს გვწამებენ! რა ჰქვია ამას?

“შაბათის ეთერი”- ანუ კეზერაშვილი, წერეთლები, ხაზარაძე, გრიგოლია, მელაძე და ა.შ. ჩვენ “პარტნიორებს” ატყობინებენ რომ: საქართველო! არ მეშლება, სრულიად საქართველო! რუსეთს ეხმარება სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზირებაში! ცილს გვწამებენ! რა ჰქვია ამას?” –  წერს კინორეჟისორი გოგახაინდრავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 

“შაბათის ეთერმა” რუსეთის ერთიანი რეესტრიდან 2023 წლის 16 იანვრით დათარიღებული ამონაწერი მოიპოვა  – ირკვევა, რომ რუსული კორპორაციის, “სამეცნიერო საწარმოო კონცერნი – სოხუვოს მოიერიშეების” აქციების 20%-ის მფლობელი, ქართული საწარმო “თბილავიამშენია”.  

რუსეთის ერთიანი რეესტრის ამონაწერში ვკითხულობთ, რომ მოსკოვში რეგისტრირებული ავიაკონცერნი საფრენი აპარატების რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას ახორციელებს. გააჩნია საავიაციო ტექნიკის გამოგონების, წარმოების და გამოცდის ლიცენზია. საუბარია, სამხედრო შეიარაღებაზე. აწარმოებს საბრძოლო მასალებს, ატარებს ცდებს და ახდენს ფეთქებადსაშიში ნივთიერებების უტილიზაციას. 

“შაბათის ეთერი” დაინტერესდა, ვის ხელშია საქართველოდან რუსული კონცერნის 20%-იანი წილი, რომელიც სამხედრო წარმოებითაა დაკავებული.  

რუსეთის ერთიანი რეესტრის მონაცემები ბევრ კითხვას აჩენს – სამეცნიერო საწარმოო კონცერნი – სოხუვოს მოიერიშეები, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პარტნიორი ორგანიზაციაა.  ქართულ კომპანიას იქ წილის 20% აქვს.  ამიტომ ჩნდება კითხვა- რა კავშირი და საერთო აქვს საქართველოს რუსული სამხედრო თვითმფრინავების რემონტთან. 

რუსული ავიაკონცერნი , რომლის წილის მეხუთედი თბილავიამშენს ეკუთვნის, ერთ-ერთ უმდიდრესი კომპანიაა. 2021 წელს მისი ბრუნვა, 914 მილიონი რუბლი იყო.  ის სახელმწიფო დაკვეთებზე მუშაობს. სუხოვოს მოიერიშეების ტექნიკურ ცენტრს, ახლა 11 სახელმწიფო კონტრაქტი აქვს.  
 
მისი მთავარი დამკვეთი კი, რუსეთის 121-ე სარემონტო საავიაციო ქარხანაა, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების  თვითმფრინავებს არემონტებს.  

პანტიკო თორდია, რომელიც თბილავიამშენის ერთ-ერთ დამფუძნებელი იყო აცხადებს, რომ რუსულ კომპანიაში წილს, ქართული სააქციო საზოგადოება ნამდვილად ფლობს. აღსანიშნავია, რომ  სააქციო საზოგადოება თბილავიამშენის წილის 100% ის მფლობელი სახელმწიფოა. გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლება ფლობს 20%-ს იმ სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრში, რომელიც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს არემონტებს და  მის მოდერნიზებას ახდენს. 

ავტორი:

ბოლო სიახლეები