25 სექტემბერი, ორშაბათი, 2023
25 სექტემბერი, ორშაბათი, 2023

გოგა ხაინდრავა: არიქა! მადამ სალომე, ლომჯარია, ხაბე, კიკუ, სამშობლოს გადამრჩენებო! იღუპება კანადა რუსულ კანონს იღებს!”

“კანადის მთავრობა სარეგისტრაციო სისტემის შემოღებას გეგმავს. რეესტრი, ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მოემსახურება.

არიქა! მადამ სალომე, ლომჯარია, ხაბე, კიკუ,

სამშობლოს გადამრჩენებო! იღუპება კანადა

რუსულ კანონს იღებს!

გვიშველეთ!”- წერს კონორეჟსორი გოგა ხაინდრავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

კანადის მთავრობა სარეგისტრაციო სისტემის შემოღებას გეგმავს. რეესტრი, ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მოემსახურება.

უცხოური მედიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი, მარკო მენდიჩინო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად, პარასკევს კონსულტაციების დაწყებას გეგმავს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალები ცნობილი მალე გახდება. ასეთი რეესტრის მიხედვით, კი ადამიანები, რომლებიც საკუთარი მიზნების მისაღწევად, უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ, უნდა გაამჟღავნონ კავშირები იმ მთავრობასთან, რომელიც მათ ასაქმებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები