29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

გიორგი ჩალაძე: თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად – ეს არის მუქარა

თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერების ძალიან ძლიერი, დიდი არმია. ჩალაძე აცხადებს, რომ ისინი არიან სააკაშვილის ერთგული მხარდამჭერები.

„დარწმუნებული ვარ, რომ თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა: პრეზიდენტ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში მიიღებენ ქუჩაში ომს. ეს იციან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა“, – აცხადებს გიორგი ჩალაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები