29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

გიორგი მამაცაშვილი: “გაყუჩებული და გადამალული ვანო მერაბიშვილი არ დაგეკარგოთ არავის და თემურ ალასანია გუბაზ სანიკიძეს ახალი “მაიდანისთვის” დაფინანსებას რომ ჰპირდებოდა, არავის გაუყოთ!”

მედიაჰოლდინგ “რეპორტიორის” გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“დიახ!
საქართველოს არჩევანი ევროპაა და ევროინტეგრაციაა!

დიახ!
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბერლინის ტრიბუნიდან ნათქვამი სწორედაც რომ ქართული და, მაშასადამე, ევროპული გზავნილი გახლდათ!

მეტიც: არამხოლოდ კანონი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ, ლუსტრაციის კანონიც მისაღებია და მერე უფრო თვალნათლივ გამოჩნდება ესა თუ ის ე.წ. ოპოზიციონერი რუსეთის პირდაპირი ემისარია თუ სხვა ქვეყნის სადაზვერვო ბიუროს შტატიანი თანამშრომელი!

დიახ, ევროპა ჩვენი არჩევანია და მიუხედავად სულხან-საბას ხანგრძლივი ლოდინისა ლუდოვიკოს კარზე, არც ეს დღეა შორს!
დიახ, ევროპაში მალე საქართველოც მასპინძელი იქნება და მგიმოს კურსდამთავრებული ლაკა ხოშტარიას მოწყობილ რევოლუციებს ვერ ეღირსებიან მიტინგზე ცხვირაბზეკილი და სისხლს მოწყურებული დავით ბაქრაძე, ნიკა მელია და კაკო მინაშვილი!

ევროპა საქართველოს არჩევანიც არის და საბედნიეროდ, მომავალიც, მაგრამ მართლა მიკვირს, გიგა ბოკერიას და ტინგიცი ჩერგოლეიშვილის მიერ დაგეგმილ მიტინგზე როგორ უნდა გადაწყდეს ჩვენი სამშობლოს ბედი?!

უსამშობლო ხალხის მიერ მოწყობილი აქციებით მაიდანს ვერ მოაწყობენ!
ნაძირალა ხაბეიშვილის ხელასაწევი პოლიციელი საქართველოს არ ჰყავს!
ბოკერიების და კეზერაშვილების დრო დამთავრებულია ამ ქვეყანაში!

პ.ს.
სახელწიფო ინსტიტუციებზე თავდასხმა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ისჯება კანონით!
ასე იქნება ჩვენთანაც!

პ.პ.ს.
გაყუჩებული და გადამალული ვანო მერაბიშვილი არ დაგეკარგოთ არავის და თემურ ალასანია გუბაზ სანიკიძეს ახალი “მაიდანისთვის” დაფინანსებას რომ ჰპირდებოდა, არავის გაუყოთ!

ამ ხალხმა რა დააშავა ამდენი სიცრუისა და ამდენი ნაძირლის ხელში?!

ვივა-მედში საქართველოს “მთავარსარდალი” კალათბურთს თამაშობს.
მოიკითხეთ მაინც ვინმემ…” წერს მამაცაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები