6 თებერვალი, ორშაბათი, 2023
6 თებერვალი, ორშაბათი, 2023

გენერალი მარკ მილი: უკრაინაში რუსეთის ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებით დასრულდება და არა ბრძოლის ველზე

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებით დასრულდება და არა ბრძოლის ველზე.

„სამხედრო თვალსაზრისით, მე მაინც ვამტკიცებ, რომ წელს ძალიან რთული იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრიდან რუსული ძალების სამხედრო გზით განდევნა“, – აღნიშნა მარკ მილიმ.

„რაც შეიძლება მოხდეს არის თავდაცვის გაგრძელება, ფრონტის სტაბილიზაცია. ვფიქრობ, ამის მკაფიოდ გაკეთება შესაძლებელია. ვფიქრობ, [ეს] დამოკიდებულია აღჭურვილობის მიწოდებასა და მომზადებაზე. ვფიქრობ, ძალიან შესაძლებელია უკრაინელებმა განახორციელონ მნიშვნელოვანი ტაქტიკური ან თუნდაც ოპერატიული დონის შეტევითი ოპერაცია, უკრაინის რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები