2 დეკემბერი, შაბათი, 2023
2 დეკემბერი, შაბათი, 2023

გაგარინის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვალა

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“გაგარინის ქუჩა N1-თან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხებულია.

კერძოდ, სრულად შეიზღუდა „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან ჟვანიას მოედნისკენ ამსვლელი გზის მონაკვეთი, რის გამოც ტრანსპორტი მარჯვენა სანაპიროდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით გადაადგილდება.

რაც შეეხება ჟვანიას მოედნიდან „ვეფხი და მოყმის“ ძეგლისკენ ჩამსვლელ გზის მონაკვეთს, აქ მოძრაობა შეზღუდული არ არის და ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

სატრანსპორტო შეზღუდვა მოიხსნება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალსადენის მილის აღდგენის სამუშაოების დასრულებისთანავე.” – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები