5 დეკემბერი, სამშაბათი, 2023
5 დეკემბერი, სამშაბათი, 2023

ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფი 2023 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ერთ-ერთ თემას, სამუშაო ჯგუფის 2023 წლის სამოქმედო გეგმის მომზადება და იმ აქტივობების და ღონისძიებების გაწერა წარმოადგენდა, რომელიც ახალგაზრდობის პოლიტიკის კონცეფციით არის განსაზღვრული. საკითხი შეეხება ისეთ მიმართულებებს როგორიცაა ახალგაზრდების ჯანმრთელობა, ახალგაზრდების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ახალგაზრდების ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება და ზოგადად, ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერება და განვითარება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეებზე. სამუშაო ჯგუფის წევრებმა – პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები გამოთქვეს. აღინიშნა, რომ თვის ბოლომდე, ქვეჯგუფების ფორმატში, შეხვედრები და კონსულტაციები გაიმართება, სადაც კონკრეტული ინიციატივების წარდგენა და სამოქმედო გეგმის პროექტის შეჯერება მოხდება.

სამუშაო შეხვედრაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მოისმინეს.

საუბარია ახალგაზრდულ პოლიტიკის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზის მომზადებაზე, რომელზეც მკვლევართა ჯგუფი მუშაობს. საკითხზე მომუშავე ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ წლის ბოლომდე პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივები წარედგინება, რომლის მიზანსაც ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის  გამოცდილებასთან შესაბამისობა მოყვანა წარმოადგენს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები