23 მარტი, ხუთშაბათი, 2023
23 მარტი, ხუთშაბათი, 2023

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი შესაძლოა დასრულდეს 6 თვეში, ან 2-3 წლის შემდეგ

რაინაში ომი შესაძლოა დასრულდეს 6 თვეში, ან 2-3 წლის შემდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა განაცხადა.

„ჩვენ არ ვიცით, რა ტრაექტორიით განვითარდება კონფლიქტი. ის შეიძლება დასრულდეს 6 თვეში, მაგრამ ასევე შეიძლება დასრულდეს 2-3 წლის შემდეგ. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩვენ დავუჭერთ მხარს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – აცხადებს კოლინ კალი.

კითხვაზე, რატომ არ ხდება უკრაინელი პილოტების გაწვრთნა F16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენებისთვის, ლოიდ ოსტინის მოადგილემ განაცხადა, რომ არ აქვს აზრი პილოტების გაწვრთნას იმ თვითმფინავების სამართავად, რომლებიც უკრაინამ შესაძლოა არც მიიღოს.

კოლინ კალმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ შესაძლოა მიიღოს სხვა ქვეყნის წარმოების გამანადგურებლები, ამიტომ F16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენების შესწავლა უკრაინელი პილოტებისთვის ახლა აზრს მოკლებული იქნებოდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები