29 მაისი, ორშაბათი, 2023
29 მაისი, ორშაბათი, 2023

არჩილ თალაკვაძე: საგამოძიებო კომისიის შექმნით რადიკალური ოპოზიცია ყოველდღიურ რეჟიმში იქნება დაკავებული სასამართლოს დისკრედიტაციით, შეტევით, დამცირებით, მისი რეპუტაციის შელახვით

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი არჩილ თალაკვაძე „ქრონიკაში“ გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ცოტა ხნის წინ სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა.

„სინამდვილეში კომისიის შექმნას სად მიჰყავს საქართველო და ჩვენი სახელმწიფო – ეს არის სამთვიანი და შეიძლება ექვსთვიანი პროცესიც, რომლის დროსაც, ჩათვალეთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ეს რადიკალური ოპოზიცია იქნება დაკავებული სასამართლოს დისკრედიტაციით, სასამართლოზე შეტევით, მისი დამცირებით, მისი რეპუტაციის შელახვით. ბუნებრივია, ახლა უკვე დეკემბერში კანდიდატის სტატუსის საკითხი განიხილება, თავისთავად ეს პროცესი [საგამოძიებო კომისიის არსებობა] იქნება დამაზიანებელი ჩვენი სასამართლოსთვის. სასამართლო არის სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენ მოვალენი ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები