2 მარტი, შაბათი, 2024
2 მარტი, შაბათი, 2024

არჩილ თალაკვაძე – დარწმუნებული ვართ, საქართველო იქნება ერთერთი პირველი, რომელიც საერთაშორისო ფარმაცევტული აკრედიტაციის და ლიცენზიების მიღებისთანავე, პირველი მიიღებს მედიკამენტს

დარწმუნებული ვართ, მედიკამენტთან დაკავშირებული პროცედურები დროულად იქნება მიყვანილი ბოლომდე და საქართველო იქნება ერთერთი პირველი, რომელიც საერთაშორისო ფარმაცევტული აკრედიტაციის და ლიცენზიების მიღებისთანავე, პირველი მიიღებს ამ მედიკამენტს – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას.

მისი თქმით, მისასალმებელია პრემიერ-მინისტრის მხარდაჭრა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების და მათი ოჯახების მიმართ.

„ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ პროტესტი აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით. მივესალმებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას, როდესაც მან გამოხატა მხარდაჭრა ამ პაციენტების, მათი ოჯახების მიმართ. დარწმუნებული ვართ და მოველით, რომ მედიკამენტთან დაკავშირებული პროცედურები დროულად იქნება მიყვანილი ბოლომდე და საქართველო იქნება ერთერთი პირველი, რომელიც საერთაშორისო ფარმაცევტული აკრედიტაციის და ლიცენზიების მიღებისთანავე, პირველი მიიღებს ამ მედიკამენტს. ბუნებრივია, მშობლებს სურთ საუკეთესო თავისი შვილებისთვის, მათი ემოცია და დამოკიდებულება თანაგრძნობას იმსახურებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მთავრობას, რომ მან დროულად დაასრულოს პროცედურები, რომელიც უკავშირდება მედიკამენტის შემოტანას. ხელისუფლება ელოდება, რომ ეს სამკურნალო პრეპარატები დროულად მიიღებს აკრედიტაციას და მხარდაჭერას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები