30 იანვარი, ორშაბათი, 2023
30 იანვარი, ორშაბათი, 2023

ანრი ოხანაშვილი: ევროკავშირის ელჩთან მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაცია გვაქვს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მხარეებმა ისაუბრეს  12-პუნქტიანი გეგმის ცალკეულ საკითხებზე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამომავლო გეგმებზე.

„ჩვენ, ევროკავშირის ელჩთან მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაცია გვაქვს. მისი საქართველოს პარლამენტში სტუმრობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისთვის მზადყოფნას. მისი მხრიდან საკმაოდ პოზიტიური გადაწყვეტილებაა შეხვდეს ყველა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები