5 დეკემბერი, სამშაბათი, 2023
5 დეკემბერი, სამშაბათი, 2023

“ამ ომამდე მე ვეწინააღმდეგებოდი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, რადგან ვშიშობდი, რომ ის პროცესი დაიწყებოდა, რაც უკვე ხდება უკრაინაში. ახლა ამ ომმა იმ ფაზას მიაღწია, რომ ნეიტრალური უკრაინის იდეა უკვე უაზრობაა” – კისინჯრი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტისას დიპლომატ ჰენრი კისინჯერს შეხვდა. კისინჯერი, თავდაპირველად, მხარს არ უჭერდა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, თუმცა ზელენსკის თქმით, მან აზრი შეიცვალა.

ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს. ერმაკის ცნობით, კისინჯერმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, სადაც მათ რუსეთ-უკრაინის ომის საინტერესო ხედვა გაუზიარა. ერმაკის თქმით, კისინჯერი ახლა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ლობისტია.

“ამ ომამდე მე ვეწინააღმდეგებოდი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, რადგან ვშიშობდი, რომ ის პროცესი დაიწყებოდა, რაც უკვე ხდება უკრაინაში. ახლა ამ ომმა იმ ფაზას მიაღწია, რომ ნეიტრალური უკრაინის იდეა უკვე უაზრობაა” – ავრცელებს კისინჯერის სიტყვებს უკრაინული მედია.

წყარო: ტაბულა

ავტორი:

ბოლო სიახლეები