2 მარტი, შაბათი, 2024
2 მარტი, შაბათი, 2024

ამირან სალუქვაძე – ევროპარლამენტში მასშტაბურმა კორუფციულმა სკანდალმა გამოიწვია „სახალხო პარტიის“ საკანონმდებლო ინიციატივა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაიარონ ყოველმხრივი ფინანსური შემოწმება ევროპული გამჭვირვალეობის ფინანსურ რეესტრში – საკვირველია, ჩვენთან რატომ ეწინააღმდეგებიან მსგავს კანონს

დღეს გავრცელდა პოლონელ დეპუტატ კარჩინსკის ინტერვიუ, რომელშიც ის ძალიან სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი განცხადებით, ხმაურიან კორუფციულ სკანდალში, შესაძლოა ჩართული აღმოჩნდეს 100-მდე ევროდეპუტატი. წარმოგიდგენიათ მასშტაბები?! როგორ ფიქრობთ, კატარის ჩემპიონატის გარდა სხვა კორუფციული გარიგებები და სქემები არ არსებობს?! – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, დაკანონებულ ლობიზმს არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია საზოგადოებისთვის, ვიდრე კორუფციას, ვინაიდან, კონკრეტული ჯგუფის ინტერესების გამტარებელია. ამირან სალუქვაძის თქმით, გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგებიან გამჭვირვალეობას საქართველოში, მაშინ, როდესაც დასავლეთში აუცილებელ სტანდარტად ითვლება.

„ევროპარლამენტს, შესაძლოა, იმაზე დიდი გამოცდა ელოდეს, ვიდრე მათ ან ვინმეს წარმოუდგენია. დასავლურ მედიაში კატარის ჩემპიონატთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი რჩება ერთ-ერთ მთავარ და ცხელ თემად.

ისე, ევროსაბჭოს საერთოდ არ სჭირდება ევროპარლამენტი. ეს ისე…
დღეს გავრცელდა პოლონელ დეპუტატ კარჩინსკის ინტერვიუ, რომელშიც ის ძალიან სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი განცხადებით, ხმაურიან კორუფციულ სკანდალში, შესაძლოა ჩართული აღმოჩნდეს 100-მდე ევროდეპუტატი.
წარმოგიდგენიათ მასშტაბები?! როგორ ფიქრობთ, კატარის ჩემპიონატის გარდა სხვა კორუფციული გარიგებები და სქემები არ არსებობს?!

ლობიზმსა და კორუფციას შორის ძალიან მკრთალი ზღვარია. დაკანონებული და მოწესრიგებული ლობიზმიც აზიანებს საზოგადოებას, რადგან კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს ემსახურებიან.
კატარის მასშტაბურმა კორუფციულმა სკანდალმა გამოიწვია სახალხო პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა , რათა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაიარონ ყოველმხრივი ფინანსური შემოწმება ევროპული გამჭვირვალეობის ფინანსურ რეესტრში.
საკვირველია ჩვენთან რატომ ეწინააღმდეგებიან მსგავს კანონს. არათუ ეწინააღმდეგებიან, გააფთრებულ განცხადებებს აკეთებენ.

მესმის, სათაურთან, აგენტის ცნებასთან დაკავშირებით, რაღამც ასეთ დისკომფორტს იწვევს, იმსჯელონ და შეთანხმდნენ. მაგრამ გამჭვირვალეობას აქ რატომ ეწინააღმდეგებიან, როცა დასავლეთში აუცილებელი სტანდარტია?

ასოცირების შეთანხმებით ასობით საკანონმდებლო ცვლილება ან რეგულაციები განვახორციელეთ. პროცესი დღემდე გრძელდება. შესაბამისად, თუ თავად იღებენ გამჭვირვალეობის შესახებ კანონს, ჩვენც ხომ იგივე სტანდარტებზე უნდა გადავიდეთ?

წესით ევროდეპები უნდა მოუწოდებდნენ ჩვენს ენჯეოებს იყვნენ მეტად გამჭვირვალეები. მეტიც, თავად უნდა ეთქვათ თქვენც უნდა მიიღოთო ასეთი კანონიო და მე-13 პუნქტად უნდა დაემატებინათ, რადგან თუ მათ აქვთ, ჩვენც ხომ იგივე სტანდარტებზე გადავდივართ?!

ეს ისე. მოკლედ, კატარის სკანდალი გრძელდება. აქ კიდევ ერთი პარალელია. ევროპარლამენტის ახალგაზრდა ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც კატარის საქმეზე დააკავეს, ერთი დღე-ღამე გაყინულ კამერაში ჰყავდათ.მას 2 წლის შვილი ჰყავს და შეხვედრის საშუალებას თითქმის არ აძლევენ.

ახლა შეადარეთ რა საქმეების გამოა სააკაშვილი გასამართლებული, ან ბრალდებული და რას ედავებიან კაილის? კილექტიური კუბილიუსები სააკაშვილის გამო დღე და ღამე ინტერვიუებს რომ იძლევიან, იქნებ მათ ევროდეპუტატს მიხედონ?!

ეს ხომ ეჭვს ჰბადებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდათ მათ სააკაშვილთან, წლების წინ, და რამდენად კორუმპირებულებიი იყვნენ სააკაშვილი და მისი გარემოცვა და რა მეთოდებით მოწმედებდნენ.

ასეთი სუბიექტები, კოლექტიურ ნაცმოძრაობა და მისი ევრომოკავშირეები, მათი ქმედებებით, მათი დამოკიდებულებით ქართველი ხალხის აზრის მიმართ, ეწევიან ანტი-დასავლურ საქმიანობას და ევროპის დისკრედიღაციას ახდენენ.

არაუშავს, გადავლახავთ ყველაფერს…“ – წერს ამირან სალუქვაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები