31 მაისი, ოთხშაბათი, 2023
31 მაისი, ოთხშაბათი, 2023

ამირან სალუქვაძე: „გირჩი – მეტი თავისუფლების“ მიერ ახალგაზრდებისთვის ტრენინგების ჩატარება შესაძლოა კანონდარღვევაც იყოს

ექსპერტი, ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ მიერ ახალგაზრდებისთვის ტრენინგების ჩატარება შესაძლოა კანონდარღვევაც იყოს.

„შესაძლოა კანონიც ირღვეოდეს და ირღვეოდეს ბავშვთა უფლებები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს ამ ყველაფერში და განსაკუთრებით სათანადო სტრუქტურები – დაწყებული განათლების სამინისტროდან, თუ რამდენად ჯდება ეს ყველაფერი ჩვენს კანონმდებლობაში“, – აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერები ახალგაზრდებს საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიის ჩატარებაში ატრენინგებენ.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები