31 მაისი, ოთხშაბათი, 2023
31 მაისი, ოთხშაბათი, 2023

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი ევროპისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება

რუსეთი ევროპისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი აღარ იარსებებს და ჩვენ შეგვიძლია, ყველა სფეროში ერთმანეთს დავშორდეთ, ეს არის შეცდომა, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.

„დოსტოევსკი და ჩაიკოვსკი კვლავ ევროპული კულტურის ნაწილს წარმოადგენენ, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა. რუსეთი კვლავ იქნება ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელი და მსოფლიოს სიდიდით მეორე ბირთვული ქვეყანა“, – აცხადებს ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

შალენბერგმა ასევე ისაუბრა ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკ Raiffeisen-ზე და განაცხადა, რომ ბანკის გაკრიტიკება რუსეთში ბიზნესის წარმოების გამო უადგილოა, მაშინ როდესაც არაერთი დასავლური კომპანია იმავეს აკეთებს.

„მოდით ვიყოთ რეალისტები: დასავლური კომპანიების 91% ჯერ ისევ რუსეთშია“, – აცხადებს ავსტრიელი დიპლომატი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები