27 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2023
27 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2023

რა ეწერა 2016 წელს არასამთავრობოების მიერ შემუშავებულ პოლიტიკის დოკუმეტში, რომელიც უცხო ქვეყნების სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობას ეხებოდა

2016 წელს ევროკავშირის დაფინანსებით, ჩატარდა კვლევა, „უცხო ქვეყნების სახელმწიფო ფინანსების გამჭირვალობა საქართველოში“, რომელიც ითვალისწინებდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რეესტრის შექმნას, რომლებიც უცხო ქვეყნის სახელმწიფო რესურსებით ფინანსდებიან. ეს დოკუმენტი დღეს „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა.

პოლიტიკის დოკუმენტის ავტორები ლაშა ტუღუში, გოგიტა ღვედაშვილი, ალეკო ცქიტიშვილი და ანა გურიელი არიან. დოკუმენტის თანახმად, უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, სადაც წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში რეგისტრირებული ის არასამეწარმეო იურიდიული პირები, რომლებიც უცხო ქვეყნის სახელმწიფო რესურსებით ფინანსდებიან;

დოკუმენტის შესავალში საუბარია იმაზე, რომ „საქართველოში პროექტებს ახორციელებს ათეულობით უცხო ქვეყანა თუ ფონდი, რომელთა საქმიანობის არეალი ფართო და მრავალფეროვანია. პროექტების უმრავლესობას ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მიუხედავად ამისა, არის კონკრეტული ფაქტებიც, როდესაც საქართველოში უცხო ქვეყნის საქმიანობა ეწინააღმდეგება ქვეყნის მიერ დეკლარირებულ ფუნდამენტურ ინტერესებსა და ღირებულებს“.

„პოლიტიკის დოკუმენტში წარმოდგენილია პრობლემაზე რეაგირების სამი ერთმანეთისგან განსხვავებული მოდელი, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს არსებულ გარემოს. თითოეულ მიდგომას აქვს საკუთარი უპირატესობა, თუმცა, სამივე მოდელი მიზნად ისახავს იმ პოლიტიკური თუ საკანონმდებლო ცვლილებების უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრებას, გამჭვირვალობის სტანდარტების გაუმჯობესებას, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განმტკიცებას.

მოდელი – 1

უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოში რეგისტრირებული ის არასამეწარმეო იურიდიული პირები, რომლებიც უცხო ქვეყნის სახელმწიფო რესურსებით ფინანსდებიან;

რეესტრში პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს გრანტების შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, რომლის მიხედვით ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის უნდა შეიცავდეს: გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების
გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რასაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს;

საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ არასამეწარმეო იურიდიულ პირს უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსების მიღების შემთხვევაში კანონმდებლობით უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რეესტრში წარადგინოს საქართველოს გრანტების შესახებ კანონის მე-5 მუხლის 1 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია;

საქართველოს კანონმდებლობით ცალსახად უნდა განისაზღვროს რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებისა და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაციის გამჭვირვალობა – აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისთვის;

მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი უნდა იყოს, გადაამოწმოს რეესტრისთვის წარდგენილი მონაცემების სისწორე, ამ მიზნით კოორდინირებულად ითანამშროლოს საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან.

მოდელი 2.

საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს საკანონმდებლო დონეზე უნდა აეკრძალოთ უცხო ქვეყნიდან სახელმწიფო დაფინანსების მიღება, თუ აღნიშნული ქვეყანა არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

 

მოდელი 3.

უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოში რეგისტრირებული ის არასამეწარმეო იურიდიული პირები, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო რესურსებით ფინანსდებიან;

საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ არასამეწარმეო იურიდიულ პირს რუსეთის სახელმწიფო დაფინანსების მიღების შემთხვევაში კანონმდებლობით უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რეესტრში წარადგინოს საქართველოს გრანტების შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
ინფორმაცია;

შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უნდა განხორციელდეს იმ არასამეწარმეო იურიდიული პირების აქტივობების მონიტორინგი, რომლებიც დაფინანსებას იღებენ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე – რასაც...

ირაკლი კობახიძე – რასაც...