21 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2023
21 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2023

„ძალიან ცუდად არის, საერთოდ ფეხზე ვერ დგება” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის და ფეხზე ვერ დგება.

როგორც მან კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი საკვებსაც ვერ იღებს.

„ძალიან ცუდად არის, საერთოდ ფეხზე ვერ დგება. კონკრეტულად ეს იმაში გამოიხატება, რომ საერთოდ წონა აღარ აქვს ადამიანს, ფეხზე ვერ დგება, ვერ ჭამს. ოპერაციამდე შხამების გამოყვანა სჭირდება, არავითარი ოპერაცია”, – განაცხადა ალასანიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები