21 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2023
21 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2023

საჯარო სკოლები ახალი დირექტორების ასარჩევად ემზადებიან – ინტერიუ დავით ფერაძესთან

კიდევ ერთი ხანგრძლივი ეტაპი დასრულდა საჯარო სკოლების დირექტორების შეჩევის პროცესში, სკოლების დირექტორობის სამიზნე სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვები უნდა წარედგინათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი კომისიის წინაშე. ეს ეტაპი, თითქმის, ერთი თვე გრძელდებოდა. ახლა სამინისტრო შერჩეულ კანდიდატებს სკოლების სამეურვეო საბჭოებს წარუდგენს ასარჩევად. ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად უცნობია, რომელი კანდიდატი რომელ სკოლას წარედგინება. თავად დირექტორობის მსურველთა უმრავლესობა არ ასახელბს სამიზნე სკოლებს. ერთ-ერთი გამონაკლისი ამ მხრივ პედაგოგი, დარგის ექპერტი – დავით ფერაძეა, რომელმაც იმთავითვე დაასახელა სამიზნე სკოლები და ასევე პირველია იმ მხრივ, ვინც სამინისტროს წინაშე წარდგენილი ხედვა გაასაჯაროვა სოციალური ქსელებით:

-ბატონო დავით, რატომ გადაწყვიტეთ ხედვის გასაჯაროვება?

-ვფიქრობ, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია. მე ვარ დირექტორობის უფლების მქონე პირი და საქმე ეხება საჯარო სკოლას, რომელიც ფინანსდება მოქალაქეების მიერ. დირექტორთა ანაზღაურების წყაროა თითოეული ჩვენგანის ჯიბე და მე თუ უნდა ვიყო მოქალაქეების მიერ დაფინანსებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, სადაც ათასობით ბავშვის ბედი უნდა მანდოს სახელმწიფომ. შესაბამისად, ვალდებული ვარ საჯარო გავხადო ჩემი ნაბიჯები. უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რა ხედვით მოვდივარ და უნდა იცოდნენ ჩემმა ძვირფასმა კოლეგებმაც ჩემ დასახელებულ სკოლებში, თუ რატომ უნდა ამირჩიონ.

– სფეროში საქმიანობის შთამბეჭდავი ისტორია გაქვთ. ძალიან ხშირად იბრძოდით პედაგოგების უფლებების დასაცავად და დიდი ალბათობით, კოლეგების მხარდაჭერაც გექნებათ. ყველაფრის გათვალისწინებით, კი, ვფიქრობთ, კოლეგებს უხერხულობასაც კი შეუქმნით თქვენთვის კონკურენციის გაწევა.

– პრინციპში, მიზეზი მართლაც არ უნდა არსებობდეს. მე ვთქვი რომ ჩემი დამოკიდებულება ასეთია: პედაგოგზე ზრუნვით, მოსწავლეზე ორიენტირებულობა. პედაგოგისთვის დისკომფორტული ან კომფორტული სამუშაო გარემო მნიშვნელოვნად მიემართება მოსწავლის სწავლის ხარისხს. არსებული მოცემულობდან გამომდინარე დირექტორმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ ისეთი ადამიანური რეესურსი, როგორიც პედაგოგია – იყოს კარგად, რომ ის იყოს ადამიანური, მხარდამჭერი ხელმძვანელობით შექმნილ გარემოში. ეს წლებია ამას შევალიე, ამისთვის ბრძოლას და ცხადია მაქვს ამბიცია, რომ კვლავაც დავრჩე კოლეგებზე ერთ-ერთ მთავარ მზრუნველად. მზრუნველობის ზონაში მყოფი პედაგოგი ნიშნავს კმაყოფილ მოსწავლეს და კამყოფილ მშობელს. ეს ზრუნვა, ეს კმაყოფილება შექმნის ერთობას და ხელს შეუშლის ანტაგონიზმს.

– სახელმწიფო აცხადებს, რომ სკოლებს და ახალ დირექტორებს მეტი ავტონომია უნდა ჰქონდეთ და ნაკლები ჩართულობა სახელმწიფოს მხრიდან. რამდენად რეალური იქნება ამის მიღწევა თქვენი აზრით?

– თუ გარკვეული პრობლემები გაცხადდება და მოგვარდება, პრინციპში რეალურია. დირექტორის ახალი სტანდარტი სკოლის ხელმძღვანელისგან ითხოვს მრავალკომპონენტიან ლიდერობას. გამოდის, ამ სტანდარტს დედააზრად სწორედ ეს მეტი ავტონომია გასდევს, მაგრამ, ცხადია ეს არ ნიშნავს სხვადასხვა, მათ შორის ფინანსური მაქინაციების მიშვებულობას, ან ავტორიტარიზმის დამყარებას სკოლაში. მონიტორინგის სისტემა სახელმწიფოს ხელშია. სწორედ ამიტომ, მე ერთ-ერთ მიმართულებად სკოლის ფინანსური ხარჯების გამჭვირვალობა მაქვს აქცენტირებული. ცხადია, სახელმწიფოსთან უნდა იყოს კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმი, რის არარსებობასაც ვაპროტესტებდი წინა მინისტრების დროს. კონფრონტაციის მომხრე არც მაშინ ვიყავი, საქმიანი წინადადებები მქონდა, მაგრამ თავად მიდიოდნენ კონფრონტაზიაზე. ყველამ დაინახა, რომ ახალი მინისტრის მხრიდან, როგორც კი ჩაირთო დიალოგის რეჟიმი, მე პირადად მივესალმე ამას და მეც გადავდგი შემხვედრი ნაბიჯი. დიდი იმედი მაქვს, რომ ნაბიჯს კიდევ სხვა ორმხრივი ნაბიჯებიც მოყვება.

-წარმატებებს გისურვებთ!

ავტორი:

ბოლო სიახლეები