27 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2023
27 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2023

როგორ შევიძინოთ ავტომობილი ავტო სესხით ან ავტო განვადებით?

თუ ფიქრობ მეორადი ან ახალი ავტომობილის ყიდვაზე, დაგჭირდება, იცოდე ისეთი სერვისების შესახებ, როგორებიცაა ავტო განვადება და ავტო სესხი.

რა არის ავტო განვადება და ავტო სესხი?

ავტო სესხი ერთგვარი სესხია, რომელიც მომხმარებელზე მანქანის შეძენის მიზნობრიობით გაიცემა. პროცედურა ძალიან მარტივია – შენ არჩევ სასურველ მანქანას, აკეთებ ავტო სესხზე განაცხადს, ავსებ პირად ინფორმაციას და სესხის პირობებს ეცნობი. ამის შემდეგ კი მანქანის შესაძენად საჭირო თანხა გიმტკიცდება.

რა  უპირატესობები აქვს ავტო სესხს?

  • არ აქვს მომსახურების საკომისიო
  • პროცედურა მოითხოვს ძალიან ცოტა დროს და არის მარტივი
  • აქვს მოქნილი გადახდის გრაფიკი
  • არ საჭიროებს თანამონაწილეობას
  • მტკიცდება ნებისმიერი ტიპის შემოსავლის გათვალისწინებით

ავტო სესხის გარდა, მსგავსი ტიპის კიდევ ერთი სერვისი არსებობს, რომელიც საკმაოდ გამოსადეგია. ეს არის ავტო განვადება. მისი საშუალებით, შეძლებთ სასურველი ავტომობილის შეძენას, ხოლო თანხას თქვენზე მორგებული პირობებით და გრაფიკით გადაიხდით.

უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ავტო განვადება ისეთივე სერვისია, როგორიც, მაგალითისთვის, ტექნიკის მაღაზიაში მობილურის განვადებით შეძენა – შეარჩევ სასურველ მობილურს, გააკეთებ განაცხადს და თანხას რამდენიმე თვის პერიოდში გადაიხდი.

ავტო განვადების მთავარი უპირატესობა, მსგავსად ავტო სესხისა, არის ის, რომ მანქანა შეძენისთავავე მოგყავს სახლში, თანხას კი ანაწილებ შენთვის სასურველ პერიოდზე.

თუ აპირებთ ახალი ან მეორადი ავტომობილის შეძენას და არ გაქვთ საკმარისი ფული, თქვენ შეგიძლიათ AutoCredit-ის სერვისით სარგებლობა:

  • ავტოკრედიტის ავტო სესხი
  • ავტოკრედიტის ავტო განვადება

რა არის ავტო კრედიტი?

AutoCredit არის ქართულ სალიზინგო ინდუსტრიაში ახალი, მრავალპროფილიანი კომპანია. ის მომხმარებლებს უფასო მომსახურებას სთავაზობს, თანაც ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.

დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ შეავსონ განაცხადის მარტივი ფორმა ავტო კრედიტის საიტზე – www.autocredit.ge და მიიღონ მათზე მორგებული შეთავაზება.

როგორ ვისარგებლოთ ავტო კრედიტის სერვისით?

თუ გადაწყვეტილი გაქვთ, ისარგებლოთ ავტო კრედიტის სერვისით, (ავტო სესხი ან/და ავტო განვადება) მაგრამ არ იცით, სად და როგორ შეარჩიოთ სასურველი კომპანია, ავტო კრედიტი  ამაშიც დაგეხმარებათ და თქვენთვის ხელსაყრელ შეთავაზებებს შეგარჩევინებთ .

შერჩევა მარტივია და 5-7 წუთს მოითხოვს:

  • შეხვალთ საიტზე – www.autocredit.ge
  • შეავსებთ განაცხადის ფორმას
  • უახლოეს დროში გამოგეგზავნებათ 7 კომპანიის შემოთავაზება.
  • არჩევთ თქვენთვის სასურველ შეთავაზებას

“R”

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე – რასაც...

ირაკლი კობახიძე – რასაც...