27 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2023
27 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2023

როგორ შევარჩიოთ კარებები და ფანჯრები რემონტისთვის?

აშენებთ ახალ სახლს თუ არსებულს არემონტებთ? ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებთ, არის სწორი კარებისა და ფანჯრების არჩევა. ისინი არა მხოლოდ განსაკუთრებულს როლს ასრულებენ თქვენი სახლის ესთეტიკაში, არამედ მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ფუნქციურობასა და ენერგოეფექტურობაზე. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ კარ-ფანჯრების რამდენიმე პოპულარულ ტიპს, რომლებიც დღეს ბაზარზეა ხელმისაწვდომი.

რა ტიპის კარებები არსებობს?

  • მბრუნავი კარებები: შესანიშნავი ვარიანტია ისეთი შენობებისთვის, სადაც ბევრი ადამიანი მოძრაობს, მაგ.: საავადმყოფოები, სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები.
  • სტანდარტული კარები: კლასიკური არჩევანი, რომელიც შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა მასალისგან: ხის, მინაბოჭკოვანი და ფოლადი. უზრუნველყოფს შესანიშნავ იზოლაციას, უსაფრთხოებას და შეიძლება მორგებული იყოს თქვენი სტილისა და დიზაინის პრეფერენციების შესაბამისად.
  • Hi-Finity კარები: ეს არის თანამედროვე და მინიმალისტური ვარიანტი, რომელიც აღჭურვილია ულტრა თხელი ჩარჩოებით და დიდი მინის პანელებით. ის იძლევა მაქსიმალურად ბუნებრივ განათებას.
  • ტყვიაგაუმტარი კარებები: აუცილებელია კომერციული შენობების, სამთავრობო და მაღალი უსაფრთხოების მქონე ობიექტებისთვის.
  • ხანძარსაწინააღმდეგო კარები: კარები აუცილებელია სახლებისა და შენობებისთვის ხანძრის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. უზრუნველყოფს დაცვას გარკვეული დროის განმავლობაში, რაც უსაფრთო ევაკუაციის საშუალებას იძლევა.

რა ტიპის ფანჯრები არსებობს?

  • სტანდარტული ფანჯრები: ყველაზე გავრცელებული ტიპია და სხვადასხვა მასალისგან მზადდება.
  • თხელი: პოპულარული ვარიანტია თანამედროვე სახლებისთვის, რადგან გვთავაზობს დახვეწილ და მინიმალისტურ დიზაინს, მაქსიმალურ ბუნებრივ განათებას და ენერგოეფექტურობას.
  • მბრუნავი: ასეთი ტიპის ფანჯრები უნიკალური და დახვეწილი ვარიანტია, რომელსაც შეუძლია ელეგანტურობის შეტანა ნებისმიერ სივრცეში.
    ფასადში ინტეგრირებული: კარგი ვარიანტია თანამედროვე შენობებისთვის.
  • ფანჯრები გაქურდვის საწინააღმდეგო სისტემით: იდეალურია სახლებისა და შენობებისთვის, რომლებიც საჭიროებენ დამატებით დაცვას ქურდობისგან.

სად შეგვიძლია შევიძინოთ საუკეთესო ხარისხის კარებები და ფანჯრები?

საქართველოში არსებობს კომპანია „დომუს ალუმინიუმი“, რომელიც გვთავაზობს თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის მასალებისგან დამზადებულ კარებებსა და ფანჯრებს. ის ორი ლიდერი ევროპული კომპანიის – გერმანული Schüco-ს და ბელგიური Reynaers-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. თუ გჭირდებათ კარებები და ფანჯრები, დამატებითი ინფორმაციისთვის, გადადით ვებ-გვერდზე: https://domusaluminium.com/

(R)

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე – რასაც...

ირაკლი კობახიძე – რასაც...