21-ე საუკუნეში ბევრი საინტერესო მოწყობილობა არსებობს, რომლებიც ცხოვრებას გვიმარტივებენ. აღნიშნულ სტატიაში მიმოვიხილავთ 2 ინოვაციურ გამოგონებას, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ, სტატიის ბოლოს კი, გეტყვით, სად შეძლებთ მიიღოთ დამატებით ინფორმაცია მათ შესახებ.
დრონები
დრონი ერთგვარი საფრენი აპარატია, რომლის გამოყენების დიაპაზონი საკმაოდ ფართოა. დრონები გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიებში, განსაკუთრებულად კი აქტუალურია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა:
- კინო ინდუსტრია
- ლოჯისტიკა
- თავდაცვა და დაზვერვა
- აეროფოტოგადაღება
- სოფლის მეურნეობა და სხვ.
დრონები გამოირჩევა მრავალფუნქციურობით და მათ ე.წ. „ჭკვიანი მოწყობილობებსაც“ უწოდებენ, რადგან მნიშვნელოვნად ზოგავენ ადამიანების შრომით რესურსებსა და დროს.
დრონები აღჭურვილი არიან სპეციალური რადარებით, რომლის გამოყენებით შესაძლებელია მათი მართვა. ასევე, რამდენიმე დრონის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში, ხდება სპეციალური დისტანციური გადამრთველების გააქტიურება, რათა ისინი არ შეეჯახონ ერთმანეთს.
დრონები შეიძლება გამოვიყენოთ როგორც მფრინავი კამერები. ამას გარდა, მათ მოძრავ ობიექტებზე მიყოლის ფუნქციაც აქვთ. ეს განსაკუთრებით გამოსადებია ფოტო და ვიდეო გადაღების დროს ანდაც თავდაცვითი თუ დაზვერვის ტიპის ოპერაციებში.
დრონის ფრენის დროის ხანგრძლივობა მისი ელემენტის სიმძლავრითა და წონითაა განპირობებული, ხოლო დაფარვის მანძილი რადიოანტების ხარისხზეა დამოკიდებული. არსებობს ისეთი ტიპის დრონებიც, რომლებიც GPS სისტემით არის აღჭურვილი. ამგვარად, მათ შეუძლიათ ერთ ადგილზე გაჩერება ან აფრენის წერტილში ავტომატურად დაუბრუნება.
პარკირების სისტემები
პარკირების სისტემები ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და ეფექტური ქსელის შექმნას უწყობს ხელს. პარკირების სისტემები გვეხმარება ავტომობილების ნაკადის კონტროლში და ინტეგრირებადია სახელმწიფო სანომრე ნიშნის ამომცნობ და სხვა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებთან.
მსგავს სისტემებს არა ერთი უპირატესობა აქვს, მათ შორის:
- ვიზიტორთა ნაკადისა ავტომობილების მიმოქცევის კონტროლი.
- მძღოლის ინფორმირება დატვირთული საპარკინგე ადგილის შესახებ.
- შეზღუდული (უფასო) და დამატებითი (ფასიანი) დროის განსაზღვრა.
- ადგილის ინდიკატორების მეშვეობით გზებზე მოძრაობის განტვირთვა.
- პარკირების ადგილის პოვნა.
- მანქანების რაოდენობის კონტროლი.
- ადგილის ძიების დროის შემცირება, რაც, პირდაპირპროპორციულად, ამცირებს ჰაერის დაბინძურების ხარისხს.
თუ დაინტერესებული ხართ მსგავსი ტიპის მოწყობილობებით აუცილებლად უნდა იცოდეთ კომპანია „ვეზირის“ შესახებ. „ვეზირი“ მომხმარებლებს შენობების დაცვის თანამედროვე სისტემებსა და მექანიზმებს სთავაზობს, მათ შორის:
- უსაფრთხოების სისტემებს
- შეღწევის საწინააღმდეგო სისტემებს
- ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებს
- ხანძარსაწინააღდეგო სისტემებს
- შენობის მართვის ინტეგრირებული სისტემებს
- დაშვების სისტემებს და სხვ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დარეკეთ ცხელ ხაზზე + (995 32) 225 16 14
“R”