30 სექტემბერი, შაბათი, 2023
30 სექტემბერი, შაბათი, 2023

მიხეილ სარჯველაძემ ევროკავშირის ელჩს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები გააცნო 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

მიხეილ სარჯველაძემ პაველ ჰერჩინსკის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ევროკავშირის ელჩთან  კომიტეტის გეგმებზე ვისაუბრეთ. ასევე ამ მოწვევის პარლამენტის ფარგლებში თუ რის გაკეთებას ვგეგმავთ. ვისაუბრეთ იმ რეფორმების მნიშვნელობაზე, რომელიც ადამიანის უფლებების მიმართულებით გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ვისარგებლე შემთხვევით და მადლობა გადავუხადე იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობასთან აქვს პარლამენტს და, საერთოდ, ჩვენს სახელმწიფოს“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე – სალომე...