ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს:
“მოკლე შორტების ხმაურზე გამახსენდა…
2000-იანი წლების დასაწყისში, როცა ბათუმში ვცხოვრობდი, ერთი თანამშრომელი გოგო პირველად წავიდა თბილისში და იქედან აღშფოთებული დაბრუნდა:
– რა არის ეს თბილისელები ბაღუმელებს გვავიჟებენ, კი მარაო?
რატომო? – ვკითხეთ.
– რა რატომ? თბილისში ყველა წესიერად ჩაცმული დადის და აქ რა ემართებათ, რომ ჩამოვლენ და შიშვლები დარბიან ქალაქშიო.
მე მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი ნამყოფი თბილისში და არ ვიცოდი დედააალქში, ვინ როგორ დადიოდა, მაგრამ მაინც ვცადე ამეხსნა, რომ ბათუმი ეს მისთვის იყო ქალაქი, სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა, ამიტომ საქმიანი ტანსაცმლით გადაადგილდებოდა, ხოლო ჩამოსულებისთვის ეს საზღვაო კუროტი იყო და ისე დადიოდნენ, როგორც კურორტზე.
მას მერე დრო გავიდა და ბათუმელები შეეჩვივნენ ნახევრად შიშველ ხალხს მათ ქუჩებში. დღეს სულ რომ კუპალნიკით გაიაროს ვინმემ, ალბათ აღარ გაუკვირდებათ, მაგრამ თბილისი არაა საზღვაო კურორტი და ცოტა ჩამორჩენა გაქვთ. როგორც ჩანს, დღემდე უკვირს მაინც ძველი თაობის ხალხს შილიფად ჩაცმულო ხალხის დანახვა.
თუმცა, ხომ ხვდებით, რომ ესეც დროის ამბავია. მალე დაეწევით ბათუმს. ასეთი ნერვიულობა არაა საჭირო.” აღნიშნავს მეტრეველი.