22 სექტემბერი, პარასკევი, 2023
22 სექტემბერი, პარასკევი, 2023

მამუკა მდინარაძე: მიუხედავად ჩვენი მოწოდებებისა და მცდელობისა დღემდე ვერ ვათქმევინეთ პრეზიდენტს, რომ მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

მიუხედავად ჩვენი მოწოდებებისა და მცდელობისა დღემდე ვერ ვათქმევინეთ პრეზიდენტს, რომ მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი თავის ქვეყანას აფასებს ყველაზე კრიტიკულად შემფასებლებზე გაცილებით ცუდად.

„საქართველოს კონსტიტუციაში ნამდვილად წერია, რომ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობა არის მთავრობის საქმე და პრეზიდენტი ამ უფლებამოსილებას ახორციელებს ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც მას ამ ლეგიტიმაციას მთავრობა აძლევს. ამის გარეშე ის არის არალეგიტიმური პირი ამ ურთიერთობებში. ანუ, პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას, თუ თვითნებურად აწარმოებს ამას. ეს არის იურიდიული მხარე, ახლა მორალური და პოლიტიკური მხარე. ადამიანი საკუთარ ქვეყანას აბრალებს, რომ ის არ არის მზად სტატუსის მისაღებად, შარშან არ ვიყავით მზადო, მისი ნათქვამია და ახლაც, პარლამენტის ტრიბუნიდან გვითხრა, რომ ჩვენ მხოლოდ ფორმალურად ვასრულებთ რეკომენდაციებს. ხომ იყო ასე, ხომ არ მოგვეჩვენა?! შესაბამისად, ის თავის ქვეყანას აფასებს ყველაზე კრიტიკულად შემფასებლებზე გაცილებით ცუდად“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები