მწერალი ლაშა ბუღაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
“ვინც ახლა ქუჩაშია ან ცოტა ხნის წინ იყო, იცის და ხედავს, რომ ქალაქის ცენტრი და ეს ქუჩები ახალგაზრდებისაა, სტუდენტების… ეს ახლა, უპირველეს ყოვლისა, მათი ბრძოლაა! ღამის 2 საათზეც კი არ სრულდება ახალგაზრდების კოლონების სვლა… მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს ამ ქვეყანაში. სამედიცინოს სტუდენტები, მომავალი ექიმები სხვებს ეხმარებიან რჩევებით, პირბადეებით, მედიკამენტებით. ეს მართლაც საოცარი თაობაა – თავისუფალი ქვეყნის! რა შორსაა ამათგან რუსეთი და მათი უინტერესო მარიონეტების ნალაყბევი… რაც არ უნდა ქნას ახლა ივანიშვილის რეჟიმმა – პუტინის რეჟიმის მსგავსად – ყველაფერი შეცდომა იქნება… შიში გადატყდა. შიში დასრულდა: მომავალი აწმყო ხდება! ამაო კამათებშიც დროს ნუ გავხარჯავთ, პროცესი თვითდინებით მიდის და ასეც წავა, რაც ლოგიკურია. და ასეა სწორი.” – წერს ლაშა ბუღაძე.