30 სექტემბერი, შაბათი, 2023
30 სექტემბერი, შაბათი, 2023

“ვთარგმნოთ სააკაშილის მმართველობის პერიოდში ნაწამები ადამიანების საქმეები, დავურთოთ ფოტოები და გავუგზავნოთ ზელენსკის, იცოდნენ ვის იცავენ და ვის წამებაზე საუბრობენ” – თამთა მეგრელიშვილი პოსტ-ანალიტიკაში

 

ცნობისთვის: “ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი – მოკლას სააკაშვილი”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვან დერ ბელენთან შეხვედრამდე მას მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტო გადასცეს. “ოდესღაც იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ისინი [ფოტოები] დავით არახამიამ გადმომცა. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება”, – თქვა ზელენსკიმ და საჯაროდ წარადგინა ფოტოები. “ვთვლი, რომ დღეს საქართველოს მთავრობა – რასაც ისინი აკეთებენ: ისინი მას კლავენ. თქვენ იცით, რომ მათ იგი მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა, ბოდიში, კლავენ”, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. ამასთან, ზელენსკის თქმით, არ შედის განხილვაში, რისთვის დააკავეს სააკაშვილი, რადგან ეს საქართველოს შიდა საკითხია. “სურვილი მექნებოდა, რომ პრესა ხედავდეს რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. არ განვიხილავ საკითხს – რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ – იგი მოკლან”, – თქვა ზელენსკიმ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე – სალომე...