საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას 27 ქვეყანა მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს და მას პოლონეთში მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს.
ამის შესახებ გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ჟურნალისტებს განუცხადა.
„ყოველდღე სუსტდება და ადგომა ძალიან უჭირს. ჭამაც, ლაპარაკიც და უკვე ყველაფერი უჭირს. 27 ქვეყნის ხელისუფლებები შუამდგომლობით მიმართავენ ჩვენ ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს სააკაშვილი და მას შესაძლებლობა მიეცეს მკურნალობა გაიაროს პოლონეთში“, – განაცხადა გიული ალასანიამ.